loader

"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო" - მიხეილ სააკაშვილი "ჩვენი ხმა ევროპას" პეტიციაზე ხელმოწერაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო" - მიხეილ სააკაშვილი "ჩვენი ხმა ევროპას" პეტიციაზე ხელმოწერაზე

"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელიც მის სოციალურ ქსელში ქვეყნდება. სააკაშვილი, პეტიციაზე "ჩვენი ხმა ევროპას", მის ხელმოწერას ეხმაურება, რომელიც სალომე ზურაბიშილს გაეგზავნა.

"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო.

მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. გამარჯვების კოალიცია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას.

მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში.

დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.

ასევე მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემ დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.