loader

ორბელიანების სასახლეში, კამპანიის - „ჩემი ხმა ევროპას“ ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორბელიანების სასახლეში, კამპანიის - „ჩემი ხმა ევროპას“ ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს - პირდაპირი ეთერი

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიღებას მართავს.

ღონისძიება კამპანიის - „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნითი ნაწილია და პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.

პრეზიდენტის სასახლეში იკრიბებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, პოლიტიკოსები და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ელჩები.

პრეზიდენტის განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი თქვეს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადგმულ მასკარადში ხელისუფლება მონაწილეობას არ მიიღებს.