loader

"ამ შეც­დო­მით გავა კი­ნო­ში და მე სახ­ლში ცო­ცხა­ლი არ წა­ვალ!" - რა არის ცნობილი "დისნეის" ახალ ანიმაციაზე, რომელმაც ქართველები გაანაწყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ შეც­დო­მით გავა კი­ნო­ში და მე სახ­ლში ცო­ცხა­ლი არ წა­ვალ!" - რა არის ცნობილი "დისნეის" ახალ ანიმაციაზე, რომელმაც ქართველები გაანაწყენა

This Wish" - ასე ჰქვია დის­ნე­ის ახალ ანი­მა­ცი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბულ სიმ­ღე­რას, რომ­ლის ტექტსმაც ქარ­თვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ნა­წყე­ნა.

Walt Disney Animation Studios წელს 100 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის შექ­მნილ ანი­მა­ცი­ა­ში მთა­ვა­რი გმი­რი სიმ­ღე­რას 29 სხვა­დას­ხვა ენა­ზე ას­რუ­ლებს. მათ შო­რის კი, ქარ­თუ­ლად. ჩვენს მშობ­ლი­ურ ენა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი ასე ჟღერს "ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, აჰ-აჰ". მას შემ­დეგ რაც, ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

"Ayayayay და ჯან­და­ბა"

რა შარ­შია დის­ნეი ნეტა თუ იცის“

"რაც ჩვენ ინ­გლი­სუ­რი სიმ­ღე­რე­ბი გვაქვს ასე ნამ­ღე­რი, დაგ­ვიბ­რუნ­და უკან.“

"რომ და­წე­რონ ეხლა, ბო­დი­ში კომ­პი­უ­ტერ­თან ბავ­შვი იჯ­დაო. ხომ ვართ ღირ­სე­ბი“

"ეს ფილ­მი ამ შეც­დო­მით გავა კი­ნო­ში და მე სახ­ლში ცო­ცხა­ლი არ წა­ვალ!“

„აქ ვერ ვის­ხდე­ბით მთე­ლი დღე. ან შეც­ვა­ლეთ ან რა­ღა­ცა ქე­ნით Disney“

"შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­მა­ნა­კე­ნა ჰქონ­დათ მხო­ლოდ მოს­მე­ნი­ლი და ეგ ეგო­ნათ ქარ­თუ­ლი. სხვა ახ­სნას ვერ ვპო­უ­ლობ“

"შე­მო­ვე­დი გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რის და­სა­წე­რად და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქ დამ­ხვდა… თქვეს ყვე­ლა­ფე­რი, ვე­ღარ და­ვა­მა­ტებ ვე­რა­ფერს...“

დის­ნე­ის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა ანი­მა­ცი­ამ, სა­დაც "ქარ­თუ­ლად" ნამ­ღერ­მა „ჰეი ჰეიმ“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­აბ­რა­ზა, სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სავ­ლის სა­ხით 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო. სპე­ცი­ა­ლუ­რად 100 წლის იუ­ბი­ლეს­თვის შექ­მნი­ლი ანი­მა­ცია მოგ­ვი­თხრობს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას აშას ის­ტო­რი­ას, რო­მელ­სა სურ­ვი­ლი აქვს გა­და­არ­ჩი­ნოს თა­ვი­სი სა­მე­ფო ბო­რო­ტი მეფე მაგ­ნი­ფი­კოს­გან.

ანი­მა­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes და Napoleon. ამ ორმა ფილმმა უკვე აჯო­ბა Wish-ს გა­ყიდ­ვე­ბით, თუმ­ცა, ანი­მა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლია საფ­რან­გეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ავ­სტრი­ა­ში, სა­დაც ის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მებს შო­რის მოხ­ვდა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ბი­უ­ჯე­ტი 175 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­დან 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დეა, Wish მა­ინც საკ­მა­ოდ შორს არის სა­ნამ მო­გე­ბა­ზე გავა. თუმ­ცა, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა დის­ნე­ის­თვის, რად­გან ეს ფილ­მი პირ­ვე­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მია 2017 წელს გა­მო­სუ­ლი Coco-ს შემ­დეგ, რო­მე­ლის შე­მო­სა­ვალ­მაც 100 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.