"ზუსტად ერთი კვირის წინ, დილის ოთხზე, დედაჩემს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, ძალიან მძიმე..." - რას წერს ბექა ყორშია დედაზე
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში დედასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე დღის წინ დედას ოპერაცია გაუკეთდა. ჟურნალისტი დასძენს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
"ზუსტად ერთი კვირის წინ, დილის ოთხზე, დედაჩემს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, ძალიან მძიმე. ისე შევშინდით, მეტი რომ არ შეიძლება. ოპერაციამ გადასარევად ჩაიარა, პირველი და ყველაზე კრიტიკული 3 დღეც გადააგორა და ფეხზეც წამოდგა! ალბათ, 2-3 დღეში გამოწერენ კლინიკიდან. იძახდა, უკვე ასაკში ვარ და ვერ გავუძლებო. რა ეტყობა ახლა ამას ასაკის", - წერს ბექა ყორშია.