loader

თბილისში ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა - ევროპის მოედანზე მარში დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა - ევროპის მოედანზე მარში დასრულდა

ევროპის მოედანზე „ევროპული მარში“ დასრულდა. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თავდაპირველად ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობა გამართეს.

„ევროპულ მარშზე" მოქალაქეები სკანდირებდნენ - „ჩვენი ხმა ევროპას“. მათი განცხადებით, ამ ფორმით ევროპული ქვეყნების ლიდერებს აწვდიან ხმას, რომ საქართველოს არ უნდა რუსეთი და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

ევროპის მოედანზე "ევროპული მარში" ევროკავშირის რეკორდული ზომის დროშის (33 მეტრი) გაშლით დასრულდა.