loader

ემოციური კადრები  - მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები  - მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის კახა კო­ბე­რი­ძე 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო.

ამ ფაქტს ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი.

საქ­მე, რო­მე­ლიც მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნი­ხი­ლეს, მიმ­დი­ნა­რე წლის 11 მა­ისს, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მოხ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს 21 წლის ბიჭ­მა 50 წლის მამა და­ნით მოკ­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს და მას 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. მთე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბი­სას პრო­კუ­რა­ტუ­რა არ­წმუ­ნებ­და ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს, რომ და­ნა­შა­უ­ლი შო­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით იყო ჩა­დე­ნი­ლი, რომ ბიჭ­მა მამა გან­ზრახ მოკ­ლა და მის დას­ჯას ითხოვ­და, თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­ა­ზე იყო ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი - ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი. ის თა­ვი­დან­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მარ­თლე­ბას შეძ­ლებ­და. სწო­რედ ამი­ტომ აირ­ჩია ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო და ძა­ლი­ან დიდ­ხანს არ­ჩევ­დნენ ამ საქ­მის­თვის ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს, რომ­ლებ­მაც დღეს უპ­რე­ცე­დენ­ტო ვერ­დიქ­ტი და­დეს, ბიჭი სრუ­ლად ერ­თხმად გა­ა­მარ­თლეს.

"ჩემი და­სა­ცა­ვი და მისი ძმა მა­მის ტე­რო­რის ქვეშ იზ­რდე­ბოდ­ნენ. მა­მა­მი­სი ჯო­ხით სას­ტი­კად სცემ­და შვი­ლებს ბავ­შვო­ბი­დან. პრობ­ლე­მა იყო სიმ­თვრა­ლე, რომ დათ­ვრე­ბო­და ყვე­ლა­ნა­ი­რად აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი არ სჭირ­დე­ბო­და ჩხუ­ბის და­სა­წყე­ბად. სცემ­და ცოლს, სახ­ლში ნივ­თებს ამ­ტვრევ­და, ხში­რად ხმა­რობ­და და­ნას და კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის სახ­ლში გა­უ­თა­ვებ­ლად იყო და­ვი­და­რა­ბა. ქუ­ჩა­ში სხვებ­თა­ნაც ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტე­ბი, ეს ყვე­ლამ იცის. სიმ­თვრა­ლე­ში იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, სი­ფხიზ­ლე­ში კი - რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე გაბ­რა­ზე­ბულ­მა წალ­დით სახ­ლში სამ­ზა­რე­უ­ლოს ავე­ჯი და­ჩე­ხა. მისი ყო­ვე­ლი და­ლე­ვა ოჯა­ხის­თვის ტრა­გე­დია იყო, რად­გან აწი­ო­კე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა მის­მა ცოლ­მა, რო­მე­ლიც ში­შით ელო­დე­ბო­და მის ყო­ველ და­ლე­ვას და რო­გორც კი ის მთვრა­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ არ ეცე­მა, ხან ერთ მე­ზო­ბელ­თან იმა­ლე­ბო­და, ხან - მე­ო­რეს­თან..." - ამბობს ადვოკატი ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი.

კითხვა განაგრძეთ ბმულზე>>>