loader

სამტრედიაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, 10-მდე ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამტრედიაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, 10-მდე ადამიანი დაშავდა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ათამდე ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.