"ჩემი ბიჭი" - ნანუკა გულუა მეორე შვილის დედა გახდა
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მეორე შვილის დედა გახდა. წყვილს ვაჟი შეეძინა და მას იკა დაარქვეს.
სამშობიაროსთან შეკრებილები არიან ნანუკას მეგობრები, მათ შორის არის მსახიობი სალომე შარვაძეც, რომელიც ფოტოებს ავრცელებს და წერს:
„ბიჭია, ბიჭია. დაიბადა იკა კაშია.
ჩემი გოგო კარგად არის, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გილოცავთ, ბედნიერების და სიხარულის დღეა“, – წერს სალომე შარვაძე.
ასევე შვილის ფოტო გამოაქვეყნა ნანუკა გულუამ წარწერით: "ჩემი ბიჭი..."