loader

ნიკა მელია ახალ პარტიას აფუძნებს - “ეს იქნება ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია!“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა მელია ახალ პარტიას აფუძნებს - “ეს იქნება ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია!“

"ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის", - ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ პირველად "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" განაცხადა.

"არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია, [...] არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, ჰო, არც ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია. მაგრამ რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება. და დაფუძნდება ძალიან მალე...

ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის - უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე"... - ამბობს ნიკა მელია.