უმძიმესი ავარია თბილისში და დაშავებული 20 წლის გოგონა - "კომაშია, ეგ ერთი შვილი მყავს, დამეხმარეთ"
"გაფრენილი მანქანა ბორდიურზე მდგარ ჩემს შვილს შეეჯახა, ბავშვი გაისროლა, მისი მოპედი კი იქ მდგარი მანქანის ქვეშ შეტენა" - გვიამბობს მაია ნადირაშვილი იმ უბედური ავარიის დეტალებს, რომლის შედეგადაც მისი 20 წლის შვილი მარიამ ჩაჩანიძე უკვე 5 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მარიამს საზოგადოების დახმარება ესაჭირობა.
მაია ნადირაშვილი: "6 ივნისის საღამო იყო. ჯერ კიდევ სამსახურში ვიყავი, როდესაც დამირეკეს, შენი შვილი ავარიაში მოყვაო. თავიდან მეგონა, უბრალო ავარია იყო... მითხრეს, რატიანის კლინიკაში ჰყავთ გადაყვანილიო. გამოვიცვალე და გავიქეცი. გზიდან რომ გადავრეკე, უკვე გავიგე, რომ მარიამი კომაში იყო... დღეს 5 თვე გახდა, რაც ამ მდგომარეობაშია".
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000807567300
მიმღები: მაია ნადირაშვილი
თიბისი ბანკი: GE96TB7405145061100046
მიმღები: მაია ნადირაშვილი (მარიამის დედა)