loader

"არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს" - ვანში „ევროპული საქართველოს“ წევრი კობა ძაგნიძე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს" - ვანში „ევროპული საქართველოს“ წევრი კობა ძაგნიძე დააკავეს

ვანში „ევროპული საქართველოს“ წევრი კობა ძაგნიძე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძაგნიძე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლითაა დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს.

საკითხზე „ევროპულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კობა ძაგნიძეს არასრულწლოვნის მიმართ იძულებას ედავებიან.

„რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდება მძიმეა. "ევროპული საქართველო" ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.