"1 000 ლარი დავზოგე, ძალიან კმაყოფილი ვარ" - რას ამბობენ მომხმარებლები, რომლებმაც "ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე" სასურველი ნივთები დიდი ფასდაკლებით შეიძინეს
„ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ ხალხმრავლობისა და სადღესასწაულო პროგრამის ფონზე მიმდინარეობს. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში დღეს, 11:00 საათზე გაიხსნა და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
დამატებით თიბისის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე იყო დაგეგმილი, თუმცა მომხმარებელთა თხოვნით, ღონისძიება 22:00 საათამდე გაგრძელდება.