"არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო გიორგი ვაშაძის განცხადებას! კიდევ უფრო მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე წინა დღეებში" - კახა კალაძე
გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, ამაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, სატრანსპორტო რეფორმების ნაწილში ისინი თანმიმდევრულად მიყვებიან იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ.