loader

"ავტომობილში ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და დაზიანებები მიაყენა" - ბათუმში სამართალდამცველი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტომობილში ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და დაზიანებები მიაყენა" - ბათუმში სამართალდამცველი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა 2023 წლის 4 დეკემბერს ქ. ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცველი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას" - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.