"ვარ მახინჯი, ვცხოვრობ არეულ ბინაში, ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა და, ალბათ, არაფრად ვვარგივარ" - ნუკი კოშკელიშვილი ნეგატიური კომენტარების ავტორებს პასუხობს
ნუკი კოშკელიშვილი ნეგატიური კომენტარების ავტორებს პასუხობს.
"რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით: ძალიან ბევრმა დაწერა, რომ მახინჯი ვარ. მეგობრებო, როდესაც ადამიანი არის მახინჯი, არ შეიძლება ასე თქმა, უზრდელობაა... ვარ მახინჯი; მეტსაც გეტყვით, მაქვს დიდი ცხვირი, დაბადებიდან ასიმეტრიული ტუჩი, თხელი თმა; ვცხოვრობ არეულ ბინაში; ჩემმა შვილმა 4 წლის ასაკში დაიწყო საუბარი და, ალბათ, როგორც დედაც არ ვვარგივარ; ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა და, ალბათ, არაფრად ვვარგივარ...
თუ ამ კომენტარებმა ბედნიერება მოგანიჭათ, მე მიხარია, რომ ძალიან გაბედნიერდით იმ ფაქტით, რომ მე მახინჯი ვარ..." - ამბობს ნუკი.