ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2023 წლის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა - კადრები დაჯილდოების ცერემონიიდან
როგორც მოსალოდნელი იყო, 2022-2023 წლების სეზონის სერია "ა"-ს საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ატალანტას" კარში გატანილი გოლი დაასახელეს.
ჯილდო "კვარას" იტალიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ფაბიო კვარიიარელამ გადასცა.
"ყველას მადლობა, ვინც ხმა მომცა. სხვა ფეხბურთელების გოლებიც ძალიან ლამაზი იყო. ეს არ ყოფილა დაგეგმილი გოლი. როცა გავიტანე და ვნახე, მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რა ლამაზი გოლი გამოვიდა", - თქვა კვარაცხელიამ დაჯილდოებისას.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო კლუბად "ნაპოლი" დაასახელეს, რომელმაც სკუდეტო მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელია დაჯილდოებაზე მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად იმყოფებოდა.