loader

ს.კ. “საბურთალო“ ბოდიშს იხდის და საგანგებო განცხადებას ავრცელებს - “საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ს.კ. “საბურთალო“ ბოდიშს იხდის და საგანგებო განცხადებას ავრცელებს - “საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება“

ს.კ. “საბურთალო“ ბოდიშს იხდის და საგანგებო განცხადებას ავრცელებს - “საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება“

FC Saburtalo მათი მხარდამჭერი კლიპის გამო, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ბოდიშს იხდის და განცხადებას ავრცელებს:

“რადგან ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება.

პირველ რიგში, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი ჩვენი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს. ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეომიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა.

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და "დინამო ბათუმს" შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრების პრინციპიც მხოლოდ სპორტულია. ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე!“