"დააყაჩაღეს, თავზე წამოაცვეს... 6 საათი რომ სრულდებოდა, მაშინ დახვდნენ" - შეიარაღებული თავდასხმა სამეგრელოში
ყაჩაღობა სამეგრელოში - აბაშის ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ. ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს ტელეფონი წაართვეს. ამის შემდეგ იარაღის მუქარით თავი ტყეში შეაყვანინეს და მიკროავტობუსში ხელფეხშეკრულები დატოვეს. მოგვიანებით, კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზე დახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო.
ვიდეო: "მთავარი არხი"