loader

კიდევ ერთი ხვიჩა კვარაცხელია - ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელიც რუსეთში, წითელ ხალიჩაზე კირკოროვთან ერთად პოზირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი ხვიჩა კვარაცხელია - ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელიც რუსეთში, წითელ ხალიჩაზე კირკოროვთან ერთად პოზირებს

გსმე­ნი­ათ მომ­ღე­რალ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ? - რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჰყავს.

ბოლო დღე­ებ­ში ის რუ­სუ­ლი ყვი­თე­ლი პრე­სის გან­ხილ­ვის თე­მაა.

საქ­მე ისაა, რომ რუ­სეთ­ში გა­ი­მარ­თა მომ­ღერ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია "ოქ­როს გრა­მა­ფო­ნი", სა­დაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი სა­მო­სით მი­ვი­და.

წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ის ფი­ლიპ კირ­კო­როვ­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და.

კვა­რა­ცხე­ლი­ას შავი კოს­ტი­უ­მი ეცვა - შავი ხელ­თათ­მა­ნე­ბი­თა და უზარ­მა­ზა­რი შავი ბაფ­თით. მისი სტი­ლი რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­მო­არ­ჩია. "ეს სტი­ლი ცე­რე­მო­ნი­ის იმ რამ­დე­ნი­მე სა­მო­სი­და­ნაა, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. მომ­ღე­რა­ლი აშ­კა­რად მო­ემ­ზა­და წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის­თვის. ღირ­და თუ არა? - ეს კი­თხვა ღიად დავ­ტო­ვოთ", - წერს life.ru.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მომ­ღერ­ლის გარ­და ასე­ვე არის ბლო­გე­რი, მო­დე­ლი და ფო­ტოგ­რა­ფი. ის წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში X ფაქ­ტორ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.