loader

"ტურებივით დაესივნენ, როცა ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში - თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტურებივით დაესივნენ, როცა ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში - თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

"უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს," - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებები განიხილებოდა, მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

ლევან ხაბეიშვილი თანადგომას უცხადებს ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს.

"გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული ქოცების დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს. ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები. ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს," - წერს ლევან ხაბეიშვილი.