loader

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებები განიხილებოდა - სწორედ ამ ცვლილებებს აკრიტიკებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, კონფლიქტის დასაწყისში ტრიბუნასთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი იდგა. ამბობდა რომ ცვლილებები "შევარდნაძის დროინდელი ბიუჯეტის ამსახველია" და ის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არ არის. კრიტიკამ "ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება გამოიწვია და ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

საბოლოოდ, ცვლილებების პროექტი "ოცნებამ" ერთპიროვნულად მიიღო, რადგან ოპოზიციის წევრებმა ჩხუბის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.