რას ჰყვება წყვილი, რომელიც 40 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდა
სოხუმში დაწყებული სიყვარულის ისტორია, რომელიც 40 წლის შემდეგ განახლდა. ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი 15 წლის ასაკში, აფხაზეთში გაიცნეს. ემიგრაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად, წყვილი წლების შემდეგ ერთმანეთის სიყვარულმა გააერთიანა.