loader

"ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ? ღამე როგორ გეძინებათ? - რას წერს აკა სინჯიკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ? ღამე როგორ გეძინებათ? - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

"რა მაინტერესებს, იცით? ასე, თვეების ლეკვებს, ტყეში, პირდაპირ თოვლში როცა ყრით, აი, მაგ მომენტში რას გრძნობთ. ან რას ფიქრობთ, ან რას ელაპარაკებით მაგ დროს, თუ ვინმე გახლავთ. ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ. ღამე როგორ გეძინებათ და ტყეში გაწირული ლეკვები როგორ არ გახსენდებათ. ან ღმერთის არ გეშინიათ, ან ეშმაკის, ან გამვლელის? ასე რომ დავინახო, ჩემ თვალწინ თოვლში ლეკვებს ისვრის ვიღაცა, იმ დღეს აუცილებლად ციხეში ჩამსვამენ. თუ გეზიზღება ვინმეო, როცა მკითხავენ - აი, ამის გამკეთებელი ადამიანები მძულს! ლეკვებს კი, ვისაც მთაში ვეხმარებით, ეს ოჯახი შეიფარებს. უკვე ჭამეს და ჩახუტებულები წვანან ღუმელთან. ზამთარსაც გადაიტანენ და ძაან კარგადაც იქნებიან. თქვენ რა გეშველებათ, სული რომ გაქვთ დამახინჯებული, თორემ ამათ აწი რა უშავთ", - წერს აკა სინჯიკაშვილი.