loader

ბათუმის ბულვარი საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ბულვარი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სსიპ “ბათუმის ბულვარი” განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შტორმისა და უამინდობის გამო თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ბათუმში განვითარებული ძლიერი წვიმისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბულვარის სანაპირო ზოლში გადაადგილებისაგან.

ზღვაზე განვითარდა 8-ბალიანი შტორმი, რის გამოც გადაადგილება საფრთხის შემცველია. ახალ ბულვარში შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

სსიპ “ბათუმის ბულვარის" და ქ.ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.