რა თქვა მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას?
შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა. ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.
როგორც მან თქვა, ქრისტიანებმა უნდა მოაკვდინონ საკუთარი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება-სურვილებს.