loader

"ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი..." - რას აცხადებს სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­აზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი..." - რას აცხადებს სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­აზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა და სა­ნაკ­რე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისა და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებულ იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ" - აცხადებს ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­ი.

ცნობისთვის, ხვიჩა კვა­რა­ცხე­ლია ეს­პა­ნეთ­თან მი­ღე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ბა­რა­თის გამო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ­ზე, "ერთა ლი­გის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ს გა­მო­ტო­ვებს.