loader

რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ვერ ითამაშებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ვერ ითამაშებს

"ფეხბურთი იმიტომაა საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის ლიდერია გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი და მიუხედავად იმისა, რომ "კვარა" ნაკრებს ვერ დაეხმარება, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გამარჯვება მოიპოვონ" - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2024 წლის მარტში დაგეგმილი "ერთა ლიგის" პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია.

"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია".