"სიახლესთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია" - კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა
თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში გადაადგილებას გარკვეული პირობების დაცვით შეძლებს.