აშშ-ში ქართველები დააკავეს - ვინ არიან და რა ედებათ ბრალად დაკავებულებს?
ნიუ-იორკში, სპეცოპერაციის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ქართული დანაშაულებრივი სინდიკატის არაერთი წევრი.
დიდი ოდენობით ფულის გამოძალვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა - ამ ბრალდებით დაკავებულთა შორისაა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე - "ვაჟა ქუთაისსკი".
ქუთაისში ვაჟა გაბადაძის მეზობლებს ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კრიმინალური "ავტორიტეტი" ქვეყნიდან წლების წინ წავიდა.
ვიდეო: "რუსთავი 2"