loader

"იყო რა­ღაც ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა, როცა ბავ­შვი ხარ, რა­ღა­ცებს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ და უბ­რა­ლოდ, გინ­და, დე­დას­თან ყოფ­ნის საკ­მა­რი­სი დრო გქონ­დეს" - რას ჰყვება ცნობილი წყვილის ქალიშვილი მარიკო მამულაშვილი მშობლებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იყო რა­ღაც ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა, როცა ბავ­შვი ხარ, რა­ღა­ცებს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ და უბ­რა­ლოდ, გინ­და, დე­დას­თან ყოფ­ნის საკ­მა­რი­სი დრო გქონ­დეს" - რას ჰყვება ცნობილი წყვილის ქალიშვილი მარიკო მამულაშვილი მშობლებზე

ცოტა ხნის წინ პრო­დი­უ­სერ­მა კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა სოცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს 21 წლის შვი­ლის, მა­რი­კო მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბი გა­აც­ნო. ნა­მუ­შევ­რებ­მა მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ჩვენ მა­რი­კოს ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ინ­ტერ­ვიუ არას­დროს მი­უ­ცია - ასე რომ, ეს მისი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უა. ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან დიდი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა აქვს, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მე­ო­რე­კურ­სე­ლია, დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე სწავ­ლობს.

ინტერვიუს დროს მარიკომ მშობლებზეც ისაუბრა და დედის, ლელა წურ­წუ­მი­ას საავტორო გადაცემაში ნათქვამ სიტყვებსაც გამოეხმაურა, სადაც მომღერალი ამბობს, რომ შვილს ყურადღება დააკლო და ახლა სინანულის გრძნობა აქვს. მარიკომ აღნიშნა, რომ დედისგან სიყვარული და სითბო არ მოჰკლებია და მის კარიერას პატივს სცემს.

"იყო რა­ღაც ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა, როცა ბავ­შვი ხარ, რა­ღა­ცებს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ და უბ­რა­ლოდ, გინ­და, დე­დას­თან ყოფ­ნის საკ­მა­რი­სი დრო გქონ­დეს. იმე­დი სულ მქონ­და, რომ დე­და­ჩემ­თან უფრო და უფრო ავი­ნა­ზღა­უ­რებ­დი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლისს. რე­ა­ლუ­რად, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი დე­დის­გან არ მკლე­ბია. მის კა­რი­ე­რას ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დი და დღემ­დე პა­ტივს ვცემ. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია."

ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/302224-ubralo-cxovrebit-gavizarde-sxva-cnobili-adamiane/?fbclid=IwAR3Ekfd2ZybMdl0Xq3chmVBXyCdqmfycBHxCRmorK--GN8esYy7cIF4YsJ0