loader

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება, ქონების მიყიდვის და რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვა - “ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება, ქონების მიყიდვის და რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვა - “ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა

“ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც “ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული

“ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რეზოლუციის პროექტის გათვალისწინებით, გადასადგმელია ცხრა კონკრეტული ნაბიჯი, რაც გულისხმობს სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების აკრძალვას, რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და სხვა ზომებს, რომლებიც გასატარებელია იმისთვის, რომ რუსეთისგან მომდინარე ძალიან სერიოზული საფრთხეების შეკავება მოხდეს.

“ამ ნაბიჯების არგადადგმა ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება“ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და საკუთარი მოქალაქეების დაცულობაზე მეტად, ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა კომფორტი აინტერესებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.