loader

ჯერ ვცახცახებ, ღმერთო, არ მჯერა, ახლა ამას რომ ვწერ" - თამუნა მუსერიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯერ ვცახცახებ, ღმერთო, არ მჯერა, ახლა ამას რომ ვწერ" - თამუნა მუსერიძე

წელს, მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი - ამის შესახებ თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ღმერთო, არ მჯერა, ახლა ამას რომ ვწერ! უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვაადასხვა ქვეყნიდან გამორჩული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნის ფარგლებს გასცდა. წელს პირველად, "ბი-ბი-სი" საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.! წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!

წელს, მიშელ ობამასთან ერთად, ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!! ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვალაგებ ტექსტს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა! არასდროს თქვათ თქვენს მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ, ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი! თუმცა ამ სიაში მარტო ჩემი ბრძოლით ვერ მოვხვდებოდი. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გოგოებს" - წერს თამუნა მუსერიძე.