loader

"ოც­ნე­ბად მაქვს ქცე­უ­ლი სო­ხუ­მის ნახ­ვა და არ მინ­და ჩემი შვი­ლე­ბიც მხო­ლოდ სიზ­მარ­ში ნა­ხუ­ლობ­დნენ წი­ნაპ­რე­ბის სახლ-კარ­სო" - რას ჰყვება 1993 წელს სო­ხუ­მი­დან გა­მო­მა­ვალ გემ­ზე დაბადებულ და უკრაინის ომს შეწირულ 31 წლის ქართველზე მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოც­ნე­ბად მაქვს ქცე­უ­ლი სო­ხუ­მის ნახ­ვა და არ მინ­და ჩემი შვი­ლე­ბიც მხო­ლოდ სიზ­მარ­ში ნა­ხუ­ლობ­დნენ წი­ნაპ­რე­ბის სახლ-კარ­სო" - რას ჰყვება 1993 წელს სო­ხუ­მი­დან გა­მო­მა­ვალ გემ­ზე დაბადებულ და უკრაინის ომს შეწირულ 31 წლის ქართველზე მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი

რუ­სე­თის ომს უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. 31 წლის ნიკა გე­ლე­ნი­ძე ბახ­მუტ­თან იბ­რძო­და. ის ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან და­ღუ­პუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას შე­ე­წი­რა.

ოპე­რა­ცი­ის დროს ის ბა­ტა­ლი­ო­ნი "თბი­ლი­სე­ლე­ბის“ სხვა წევ­რებ­თან ერ­თად რუ­სულ­მა დრონ­მა და­ა­ფიქ­სი­რა და ინ­ტენ­სი­ურ და­ბომბვა­ში მოხ­ვდა. ნი­კას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვა­ჟიშ­ვი­ლი დარ­ჩა. ის 1993 წელს სო­ხუ­მი­დან გა­მო­მა­ვალ იმ გემ­ზე და­ი­ბა­და, რო­მელ­საც რუ­სე­ბი ბომ­ბავ­დნენ... უფრო ვრცლად ნი­კას შე­სა­ხებ მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი გიგი გნო­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

"ნი­კას ჯერ კი­დევ მა­შინ ვიც­ნობ­დი, ბა­ტა­ლი­ონ „შავ არ­წივ­ში“ რომ იყო. თვე­ზე ცოტა მე­ტია, რაც ჩვენს ბა­ტა­ლი­ონ "თბი­ლი­სე­ლებ­ში“ გად­მო­ვი­და. სულ ჩემ გვერ­დით იყო... უაღ­რე­სად კე­თილ­შო­ბი­ლი, სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ერთი სული ჰქონ­და, აფხა­ზე­თი ენა­ხა. რომ გა­ვი­გე, ორი პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავ­და, თან ასე­თი ახალ­გაზ­რდა იყო, ვუ­საყ­ვე­დუ­რე, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი-მეთქი. მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მამა მიყ­ვე­ბო­და აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ, ოც­ნე­ბად მაქვს ქცე­უ­ლი სო­ხუ­მის ნახ­ვა და არ მინ­და ჩემი შვი­ლე­ბიც მხო­ლოდ სიზ­მარ­ში ნა­ხუ­ლობ­დნენ წი­ნაპ­რე­ბის სახლ-კარ­სო. რაღა მეთ­ქმო­და... ჩვენც ხომ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის, სამ­შობ­ლოს­თვის ვართ აქ. ასე გვჯე­რა, ასე გვწამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბედი უკ­რა­ი­ნა­ში წყდე­ბა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მინ­და, რომ მე ვიყო ნი­კას ად­გილ­ზე, მის­თვის ჯერ ძა­ლი­ან ადრე იყო. მე უნდა და­მეც­ვა, მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მის გვერ­დით."

ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/302195-1993-shi-im-gemze-daibada-romelsac-rusebi-bombavd/?fbclid=IwAR0k0CqQhumTtYyG8o1eq60iva6uh2gW79xd4oWFW5FX84YrCIpEJybThz4