loader

"ასე ადამიანურად, ჩუმად, შეუმჩნევლად აკეთებს ამ კარგ საქმეს" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე ადამიანურად, ჩუმად, შეუმჩნევლად აკეთებს ამ კარგ საქმეს" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

"დღეს დილით ავტომობილი უკანა სვლით დაბრუნდა ამ ადგილას და ბატონმა ლექსომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომელმაც თავისი ავტომობილიდან გადმოიღო თეთრი ჭურჭელი და ქუჩაში მიუსაფარი ძაღლები დააპურა," - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი კახა უგრეხელიძე წერს და ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

"დღეს დილით ავტომობილი უკანა სვლით დაბრუნდა ამ ადგილას და ბატონმა ლექსომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომელმაც თავისი ავტომობილიდან გადმოიღო თეთრი ჭურჭელი და ქუჩაში მიუსაფარი ძაღლები დააპურა. იგი ამ კარგ საქმეს თურმე თავისი ხარჯებით აკეთებს ყოველდღიურად. მითხრა რომელ ქუჩაზე რამდენი მიუსაფარი ძაღლია, რამდენი კატა და აი ასე ადამიანურად, ჩუმად, შეუმჩნევლად აკეთებს ამ კარგ საქმეს. მე ვთხოვე პირადი ნომერი დაეტოვებინა თუ ვინმეს აქვს სურვილი ამ კარგ ადამიანს დაუდგეს გვერდში შემიძლია პირადში მოგწეროთ", - წერს კახა უგრეხელიძე.