"თქვენ ხართ ფარისევლები... Let's play, ვნახოთ, ვინ მოიგებს!" - იაგო ხვიჩია უმრავლესობას
თქვენ ხართ ფარისევლები, რომლებიც თქვენ მიერ აწყობილ ჯარში საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს არ უშვებთ - Let's play, ვნახოთ, ვინ მოიგებს! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე, სადაც "თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა.
ცვლილებები, დაჩქარებული წესით, პარლამენტის მიერ სექტემბრის თვეში მიღებულ "თავდაცვის კოდექსში“ ხორციელდება. როგორც იაგო ხვიჩიამ განმარტა, კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო დაადგენს, ადამიანი ნამდვილად მორწმუნეა თუ - არა.