loader

კოსტა სანიკიძის პირველი კომენტარი მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოსტა სანიკიძის პირველი კომენტარი მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ

"უკეთ ვარ, ჩემი გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა. არა, ცნობით არ ვიცნობ... ეგეთი დეტალები არ გვაქვს. ამხელა ამბავი... მერე შეიძლება ისეთი რამ დაიწეროს, რომ გულმა დამარტყას უარესად... ვერ გეტყვი ვერაფერს", - ამბობს კოსტა სანიკიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

სანიკიძე უკვე პალატაშია. მასთან გამომძიებლები იმყოფებოდნენ. დაკავებულს კი ბრალს ამ წუთებში უყენებენ.

24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

"რუსთავი 2"-ის პროექტის, "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას თავისსავე სახლში მოხდა.