loader

რას ამბობს თბილისის მერი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ "ქართული ოცნება" თეა წულუკიანს პრეზიდენტობისთვის, კახა კალაძეს კი პრემიერობისთვის ამზადებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს თბილისის მერი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ "ქართული ოცნება" თეა წულუკიანს პრეზიდენტობისთვის, კახა კალაძეს კი პრემიერობისთვის ამზადებს?

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ტყუილს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ მას პრემიერ-მინისტრად, თეა წულუკიანს კი პრეზიდენტად ამზადებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს, თავად კი დედაქალაქს 2025 წლამდე მოემსახურება.

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი, უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი პრემიერმინისტრობისთვის.