რას ამბობს კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელის მამა?
19 ნოემბერს, გამთენიისას, მსახიობი კოსტა სანიკიძე დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მას ხუთი ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი სანიკიძე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთი პირი დააკავა. დაკავებული 24 წლის გიორგი გველესიანია.
ვიდეო: "TV პირველი"