დღის პოპულარული ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც რობოტები ჰგონიათ?
დღეს სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში პოპულარულია ვიდეო, სადაც თითქოს ლონდონის, ლოს-ანჯელესის სხვა ქალაქების ქუჩებში მოსეირნე "ჰუმანოიდ რობოტებს" ვხედავთ, რომლებიც სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულები და ზუსტად ისე იქცევიან, ისეთი მანერები აქვთ, როგორც ადამიანებს.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რა თქმა უნდა, დაიჯერა, რომ მართლაც რობოტებთან გვაქვს საქმე. საინტერესოა, რომ ქართულ მედიაში ამბავი რატომღაც ახლა გავრცელდა - არადა, ეს შედარებით მოძველებული თემაა, რომლის შესახებაც სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ ბევრი იმსჯელეს უცხოურ მედიაშიც.
რეალურად, გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ მსახიობებს რობოტის ფორმითა და მაკიაჟით და ეს ყველაფერი ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის, The Creator-ის სარეკლამო კამპანიის ნაწილია და არაფერი აქვს საერთო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ე.წ. ჰუმანოიდ რობოტებთან, როგორც ამას სოციალურ ქსელებში წერენ.
ვრცლად წაიკითხეთ AMBEBI.GE-ზე