“ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს - ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები?“ - რომან გოცირიძე მინისტრს
საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? - ამ სიტყვებით ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას მიმართა. გოცირიძემ რატი ბრეგაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ მუშაობენ ისინი ამ ადამიანებთან.