"შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს" - ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე
თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს რუსეთის ინტერესების გამტარებელს, რა უნდა პრეზიდენტად, გადადგეს - გვერდში დავუდექით, პლაკატებზე მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?! არაადეკვატურია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი ივანიშვილმა წარადგინა თავის დროზე, თორემ მათი არჩევანი არ ყოფილა.