"ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება... თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება "ვივა მედში" - გურამ მაჭარაშვილი
"ზურაბიშვილს, როგორც ერთ ცნობილ ფილმშია, „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“ - თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება „ვივა მედში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი ივანიშვილის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები არაადეკვატურია.