loader

"ბაღის ძიძა ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდა... ვიდეოკადრები ვნახეთ" - რა მოხდა N164 საბავშვო ბაღში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბაღის ძიძა ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდა... ვიდეოკადრები ვნახეთ" - რა მოხდა N164 საბავშვო ბაღში?

თბილისის N164 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა ბავშვებზე იძალადა. ამის შესახებ მშობლებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფში დაწერეს. მათივე თქმით, გუშინ ბაღის ტერიტორიაზე ხმაური იყო და შენობასთან გამოჩნდა როგორც პოლიციის, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანაც.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, თბილისის N164 საბავშვო ბაღში ერთ-ერთი აღმზრდელის მხრიდან აღსაზრდელის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა, აღმზრდელმა კი სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"მომხდართან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოკვლევას აწარმოებს", - აცხადებენ უწყებაში.

ფაქტი N164 საბავშვო ბაღის დირექტორმაც დაადასტურა. მისივე თქმით, აღმზრდელმა სამსახური 13 ნოემბერს დატოვა, დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე კი უარი განაცხადა.

მშობლებმა ვიდეოკადრები ნახეს, თუ როგორ ძალადობდა აღმზრდელი ბავშვებზე.

"როგორც აღმოჩნდა, N164 ბაგა-ბაღის ძიძა ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდა, რაზეც ბაღის პერსონალი, ძიძები, დამლაგებლები და დირექტორი თვალს ხუჭავდნენ. დირექტორმა ძალადობის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. თუმცა, როცა მის შვილიშვილზეც იძალადა, მხოლოდ ამის შემდეგ დააწერინეს განცხადება. ძიძა რომ გაუშვეს, ფაქტზე დირექტორს მოვთხოვეთ პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ გვანახა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი ბავშვებზე ძალადობს. მანამდეც გვქონდა ვარაუდი, რომ ძიძა ბავშვებზე ძალადობდა, მივმართეთ დირექტორს, მაგრამ ვიდეოკამერების ჩანაწერები არ გვაჩვენა. შემთხვევა ჩემი შვილის ჯგუფში ხდებოდა. შსს-ს მივმართეთ. ვაპირებთ, პროკურატურასაც მივმართოთ."

წყარო: Mshoblebi.ge