"ნაცმოძრაობის" რეიტინგის ხელოვნურად დაწევა ხდება - ფაქტია, რომ საჩვენოდ მუშაობენ" - ირაკლი კობახიძე
იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები 5%-იანი ბარიერის ზემოთ ამოვიდნენ, კეზერაშვილის თაოსნობით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის ხელოვნურად დაწევა ხდება - ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ფაქტია, რომ საჩვენოდ მუშაობენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნულ ტაქტიკას უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის დანიშვნა და პარტიაში „გაუთავებელი კინკლაობა.