"ძლივს გავძელი და გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა; ყველაზე მძიმე იყო, როდესაც ვუყურებდი, რას ამბობდნენ ლაზარეზე - ხუმრობა მეგონა და სიცილი ამიტყდა" - ლაზარე გრიგორიადისის დედა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე. ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
"ძლივს გავძელი. ველოდი, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ბოლო პიკში გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. სამართალს ვერ ვგრძნობ" - განაცხადა თამთა კალანდაძემ.