loader

"ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა არჩევენებთან შედარებით... ოპოზიციამ ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს!" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე GORBI-ს კვლევაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა არჩევენებთან შედარებით... ოპოზიციამ ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს!" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე GORBI-ს კვლევაზე?

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი, 20%-ით, „ნაცმოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელია“.

რაც შეეხება სხვა პარტიების მაჩვენებელს, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - 4%

„ლელო“ - 4%

„ევროპული საქართველო“ - 3%

„საქართველოსთვის“ - 3%

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%

„ლეიბორისტული პარტია“ - 2%

„მოქალაქეები“ - 1%

„გირჩი“ - 1%

სხვა - 5%

„იმედის“ ცნობით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ, 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოჰკითხა. მათი ინფორმაციით, საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.