loader

"ვზივარ და ვბღავი გიჟივით; თან ვიცინი, თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ, ზეგამდე რომ არ გითხრათ" - აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვზივარ და ვბღავი გიჟივით; თან ვიცინი, თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ, ზეგამდე რომ არ გითხრათ" - აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია. ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი, თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ, ზეგამდე რომ არ გითხრათ.

რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. წამალი დაიდო!" - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.