ცნობილია მიზეზი, თუ რის გამო შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი - "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს
ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
„მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.