"ნახევარი საათია გაჩერებულია" - ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქობულეთთანაა გაჩერებული: კადრები ადგილიდან
ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქობულეთთანაა გაჩერებული.
არსებული ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ძაბვის პრობლემაა. მგზავრების განცხადებით, მატარებელი უკვე ნახევარი საათია გაჩერებულია.
“ინტერპრესნიუსი” დეტალების გარკვევას „საქართველოს რკინიგზაში“ ცდილობს.