loader

რომელ რესტორანს ირჩევენ შოუბიზნესის წარმომადგენლები - რა ვიდეოები ვრცელდება ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ რესტორანს ირჩევენ შოუბიზნესის წარმომადგენლები - რა ვიდეოები ვრცელდება ადგილიდან

რესტორანი „შატო დე ვერე“ შოუბიზნესის წარმომადგენლების საყვარელი ადგილია. ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ამ სივრციდან ფოტოები.

გამონაკლისი არც ნანუკა გულუაა. ის მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. ნანუკა მეორე შვილის მოლოდინშია და პატარას დღე-დღეზე ელოდება, თუმცა ორსულობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტია და დღემდე საკმაოდ აქტიურია. სალომე შარვაძესთან ერთად ენერგიული და ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეოც კი გაავრცელა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

მეგობრები თბილისში, კოჯრის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ და დახვეწილ სივრცეში, „შატო დე ვერეში“, ბუნებასთან ახლოს, ლამაზი ხედების ფონზე ატარებენ დროს და, როგორც ჩანს, ძალიან ერთობიან, რაც მათ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ჩანს.

რესტორანში ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ ნანიკო ხაზარაძე, რუსკა მაყაშვილი, თათული ედიშერაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, დიმა ობოლაძე, გია ჯაჯანიძე და სხვა ცნობილი სახეები.

„შატო დე ვერეს“ სტუმრები საღამოს დაწყებამდე გაეცნენ რესტორნის მრავალფეროვან სივრცეებს: ქართულ დარბაზს, ირლანდიურ პაბს, სტეიკ ჰაუსს, ევროპულ დარბაზს, ამფითეატრს, სადღესასწაულო სივრცეს და ღვინის მაღაზიას. ტრადიციისამებრ, ღონისძიება სადღესასწაულო სივრცეში შედგა.